ბათუმის N28 სკოლის I კლასში წყლის რესურსების დაცვის დღეს გაკვეთილი მიეძღვნა
24-03-2022
ბათუმის N28 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებისთვის წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით მეტად საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი მიზნად ისახავდა წყლის რესურსების მოფრთხილებისა და დაცვის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლებას.
„წყალი - ეს არის მთლიანი ბუნების მამოძრავებელი ძალა“ - ლეონარდო და ვინჩი. ცოცხალი ორგანიზმის უმრავლესობის არსებობა სწორედ მტკნარ წყალზეა დამოკიდებული. პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის წყლის სიმცირე ცხადად მიგვანიშნებს, რომ გვმართებს წყლის რესურსების დაცვისა და სარგებლობისთვის, საჭირო ქცევების გამომუშავება. რაც უფრო მეტ წყალს დაზოგავს ადამიანი, მით უფრო მეტი დარჩება მცენარეთა და ცხოველთა სამყაროსთვის წყლის დაზოგვა აუცილებელია მის შესანარჩუნებლად!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის