ეწერის საჯარო სკოლის კინოკლუბში, უკრაინული კინოს დღეების ფარგლებში, ფილმის ჩვენება გაიმართა
24-03-2022
წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
სკოლის კინოკლუბში, უკრაინული კინოს დღეების ფარგლებში კინოჩვენება გაიმართა. კინოკლუბის ხელმძღვანელმა, მეგი ჭანტურიამ მოსწავლეებს ახტემ სეიტაბლაევის ფილმი - „კიბორგები - გმირები არასოდეს კვდებიან“ შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგები - დიანა ფიფია და ნანა ჯიქია გახლავთ.
„ფილმი გვიყვება უკრაინის ისტორიას - 2014 წლის ბრძოლაზე დონეცკში, რუსეთის შემოჭრის პერიოდზე. კინოჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა პარალელები გაავლეს ახლანდელ რუსეთ - უკრაინის ომსა და 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომთან. კინოკლუბის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერი ბანერებიც დაამზადეს. უკრაინული კინოს დღეების მთავარი გზავნილია სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! დიდება გმირებს! დაე, მშვიდობა ყოფილიყოს ყველგან!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის