ხაბუმეს თემის N3 სკოლის მოსწავლე ალექსანდრე კვირტია საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
24-03-2022
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ოლიმპიადებსა თუ პროექტებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, IX კლასის მოსწავლე ალექსანდრე კვირტია ევროპული განათლების პროგრამა - „ნაუტილუსის“ მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში, ქიმიის მიმართულებით მონაწილეობდა.

ნიჭიერმა და წარმატებულმა მოსწავლემ I და II ტურები წარმატებით გაიარა, ხოლო ფინალურ ტურში სერტიფიკატი მოიპოვა.

„წარმატებებს ვუსურვებთ ალექსანდრეს და მის პედაგოგს ნინო ყალიჩავას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203