ჩიბათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტის - „დედის თბილი ხელების“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
05-03-2018
ჩიბათის საჯარო სკოლის IV კლასმა, დამრიგებლის, გულიკო ორაგველიძის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროექტის „დედის თბილი ხელების“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა:
1. მისალოცი ბარათებისა და თაიგულების დამზადება;
2. დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-შემოქმედებითი კომპოზიცია;
3. აქტივობა „მარჯვე ხელები - დღეს ჩვენ მზარეულები ვართ“;
4. კითხვა-პასუხი რამდენად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს.
კლასის დამრიგებლის, თქმით, ღონისძიების მიზანი იყო დედის ამაგის დაფასება, დედის დღისადმი პატვისცემა და სიყვარულის გამოხატვა, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და ადგილობრივი პრესის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. დამსწრეებმა გულიკო მასწავლებელს და IV კალასის მოსწავლეებს საინტერესო პროექტისთვის მადლობა გადაუხადეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია