„მიკრობები ჩვენს ირგვლივ“- ზედაეწერის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
24-03-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის მე-6 კლასში მიკრობებისა და ვირუსების შესახებ ისაუბრეს. 

„მიკრობები ჩვენს ირგვლივ“- ასე ერქვა აქტივობას, რომელიც მეექვსე კლასში ჩატარდა. მოსწავლეებმა აღნიშნული თემის შესახებ საინფორმაციო პლაკატები დაამზადეს. 

ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიცაა ვირუსები ჩვენს ირგვლივ, ღორის ვირუსი, შავი ჭირი, კოვიდ 19. ასევე, ისაუბრეს მათგან თავდასაცავ გზებსა და გავრცელებაზეც. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203