„ჩვენ გვინდა მშვიდობა“- რუსთავის N5 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს
24-03-2022
რუსთავის N5 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს. 

ჩვენ გვინდა მშვიდობა - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი. 

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საქართველოსა და უკრაინის დროშებით ხელში დააფიქსირეს. სკოლის ყველა ფანჯარასთან უკრაინის დროშის ფერებში ბუშტები განათავსეს და მშვიდობის მხარეს დადგნენ.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203