„არა ომს!“- ზედა განთიადის საჯარო სკოლის პირველკლასელთა სოლიდარობა უკრაინელ თანატოლებს
24-03-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

„არა ომს! არა ძალადობას! არა ბავშვთა კვლას! ნუ ესვრით ბავშვებს ბომბებს, ესროლეთ კანფეტები და სათამაშოები“ - ამ აქტივობით შეუერთდნენ ზედა განთიადის საჯარო სკოლის პირველკლასელები და მათი დამრიგებელი ნინო ბეჟანიძე საერთო ტკივილსა და სულისკვეთებას.

სკოლაში გმობენ ომს და უკრაინასა და მსოფლიოს მშვიდობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203