„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ - სენაკის N3 სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
24-03-2022
სენაკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ, მათ შორის ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ.
„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის