ურავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი პლაკატები შექმნეს
24-03-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხისადმი თანადგომის ნიშნად საინტერესო პლაკატები და ჩანახატები შექმნეს. ასევე, პატარები სლოგანების - „არა ომს!“ და  „ჩვენ გვინდა მშვიდობა!“ გარშემო გაერთიანდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები უკრაინელ თანატოლებს კეთილ სურვილებსა უგზავნიან და ასევე, მშვიდობის მალე დამყარებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203