„საქართველოს გაზაფხული“ - აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის საინტერესო ღონისძიება
24-03-2022
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. ბავშვებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება და მოსწავლეებიც თავის მხრივ, მუდამ ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
სკოლაში ამჯერად, ღონისძიება - „საქართველოს გაზაფხული“ გაიმართა. მონაწილეებმა ლექსები: სამშობლოზე, დედასა და გაზაფხულზე მხატვრულად წაიკითხეს. ასევე, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და იმხიარულეს.
ღონისძიების შემდგომ სკოლის დირექტორმა, ნინო კიკნაველიძემ მოსწავლეებს გადასცა სიგელები შემდეგ ნომინაციებში: „მე ვმუშაობ ჩემით“, „ვიცი ლამაზი, სუფთა წერა“, „ვიცი მხატვრული კითხვა“, „საუკეთესო მისალოცი ბარათი" და „ვფლობ უცხო ენას".
აღსანიშნავია, რომ სიგელები გადაეცა სსსმ მოსწავლეებსაც, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის