დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიაში საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, lX კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიაში (პედაგოგი ლ. თევდორაძე) კომპლექსური დავალების თემაზე - „შეგრძნების ორგანო, ყურის აგებულება და მნიშვნელობა“ იმუშავეს.
კომპლექსური დავალების დამუშავებისას მოსწავლეებმა გაიარეს ოთხი ნაბიჯი თავისი რესურსებითა და აქტივობებით.
კომპლექსური დავალების პირობის მიხედვით მოსწავლეებმა ოტორინოლარინგოლოგის როლი მოირგეს, შექმნეს ბგერის აღქმის მექანიზმის ამსახველი სქემა, თანატოლებს მიაწოდეს რჩევები შეგრძნების ორგანოს-ყურის ჰიგიენასთან დაკავშირებით, ამისთვის გაეცნენ:
1. ტექსტური ინფორმაცია - „როგორ ავირიდოთ სმენის დაქვეითება თავიდან“;
2. სტატია - „ძუძუმწოვრების სმენა“;
3. ვიდეორგოლი - „სმენის ანალიზატორი“;
4. „საინფორმაციო ტექსტი-ხმაურის დასშვები ზღვრული დონე;
5. ვიდეორგოლი - „კოხლიარული იმპლანტაცია“ - ბავშვებმა გაიგეს როგორაა შესაძლებელი მედიცინის თანამედროვე მიღწევებით სმენის კორექცია და პრევენციის გზები.
თემის შემაჯამებელ გაკვეთილს ქოუჩი - ნანა დიდმანიძე და ბიოლოგიის პედაგოგი - ნაზიბროლა შარაძე ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: