უჩმანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
24-03-2022

21 მარტს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა „მზის შვილების“ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და სხვადახვა აქტივობაში ჩაერთნენ. 

მეათეკლასელმა, ზოია თუმასიანმა, მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენის მასწავლებელი მარიამ ჯვარიძე გახლდათ. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203