ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღნიშნეს
24-03-2022

ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია გამართეს და პლაკატი დაამზადეს ლოზუნგით - მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203