ფერიის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი ფრენბურთის შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე გადავიდა
24-03-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ სპორტულ თამაშებში წარმატებით ასპარეზობს.

2-წლიანი პაუზის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა სპორტული თამაშები განახლდა, ამჟამად ფრენბურთში გოგონათა შორის შეჯიბრი მიმდინარეობს. ფერიის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა წარმატებით აიღო სტარტი და ჯგუფური ეტაპის შემდეგ, გავიდა ფინალურ ეტაპზე.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203