წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე​თა პოსტერებად ქცეული აფორიზმები
24-03-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებზე დაყრდნობით პოსტერები შექმნეს. 

მათ პოსტერების პრეზენტაცია კომპლექსური დავალების ფორმატით გამართეს. მოსწავლეებმა მოიყვანეს მაგალითებიც, თუ როგორ შეესაბამება აფორიზმები დღევანდელ ცხოვრებას. მათ აფორიზმებსა და პოსტერებს შორის აზრობრივი კავშირი მკაფიოდ გამოკვეთეს. გამოიყენეს ვიზუალური ეფექტებიც.

პედაგოგ თეა ბობოხიძის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები ამ აქტივობაში, საგნის მასწავლებლის დარეჯან ლაჭყეპიანის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„პრეზენტაციის დროს თვალსაჩინო იყო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური მიდგომა, შემოქმედებითი უნარი და მაღალი პასუხისმგებლობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203