სერგიეთის საჯარო სკოლის ეზოში ​ეკოკლუბის წევრებმა მარადმწვანე ხეები დარგეს
24-03-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ტყის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სკოლის ეზოში მარადმწვანე ხეები -  კვიპაროსის ნერგები დარგეს.

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის ხელმძღვანელი ინეზა ქუთათელაძე გახლავთ.

„სკოლას, კვიპაროსის ნერგები საჩუქრად გადასცა კურსდამთავრებულმა, შოთიკო სურმავამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას. ულამაზესი კვიპაროსების ხეივანი წლების შემდეგ გაახარებს თაობებს. სკოლა კი იამაყებს ისეთი კურსდამთავრებულებით, რომლებიც დღესაც არ ივიწყებენ მშობლიურ სკოლას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203