გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
24-03-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლა უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

სკოლაში უკრაინის მხარდასაჭერი ღონისძიება: ხატია კოჩალიძის, იოსებ მერაბიშვილის, ნათია არსენაშვილისა და მერაბ შავაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. აქტივობაში მე-5, მე-7, მე-8 და მე-9 კლასები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერი ღონისძიების შესახებ სპეციალური ვიდეორგოლი მომზადდა.

„ჩვენ ვგმობთ ომს და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას! არა ომს! გომაროს საჯარო სკოლის თანადგომა უკრაინელ ხალხს და ბავშვებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203