წყალტუბოს N1 სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
24-03-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა. 

სკოლის სააქტო დარბაზში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ეკოკლუბის ინიციატივითა და დირექციის ორგანიზებით დაუნის სინდრომის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის იყო განკუთნილი. 

დაუნის სინდრომის შესახებ სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა დარეჯან ჯიშკარიანმა ისაუბრა, მოსწავლეებმა მარიამ გახოკიამ, ინა  ხელაიამ, მარიამ კუჭავამ და ქრისტინა უგლავამ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

აღნიშნულ შეხვედრას სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა. მან აქტივობა დადებითად შეაფასა და პრეზენტატორებს საინტერესო მოხსენებისათვის მადლობა გადაუხადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203