„წყლის მნიშვნელობა ბუნებაში“​ - ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
24-03-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად პროექტი - „წყლის მნიშვნელობა ბუნებაში“ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ.

„პროექტზე მოსწავლეებთან ერთად ვიმუშავეთ პედაგოგებმა: მანანა ბარამიძემ, მარიამ თოდუამ, ნინო სიხარულიძემ და გიორგი ზამბახიძემ. პროექტი იყო ინტეგრირებული: ბუნება, ქართული ენა და ლიტერატურა , ხელოვნება და ქიმია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანი ნამუშევრები ბუკლეტების / პოსტერების სახით. გვქონოდა საპრეზენტაციო და ვიდეო მასალა. ფინალი - გასეირნება მდინარე სუფსის ხეობაში და ტკბობა ბუნების ამ საოცარი სურათით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203