„უანგარო სიკეთე და მისაბაძი თანადგომა“- თბილისის N106 სკოლაში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა
24-03-2022

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. 

სკოლაში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება - ბავშვთა საკვები და პამპერსი, მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები, ტანსაცმელი, არამალფუჭებადი პროდუქტები შეგროვდა. 

აღსანიშნავია, რომ დახმარება სკოლაში ყოველწლიური სასკოლო ქველმოქმედების ფარგლებში შეგროვდა.

„უანგარო სიკეთე და მისაბაძი თანადგომა.
საქართველოს თითოეული მოქალაქე ზუსტად იაზრებს რა არის ომი…
თითოეულ ჩვენგანს გვტკივა, განვიცდით და უკრაინას სოლიდარობას ვუცხადებთ.
საქართველო რომ უკრაინის გვერდით არის, ამაში ქმედითი წვლილი ჩვენს სკოლასაც შეაქვს!
სკოლის ხელმძღვანელის, ბატონი თენგიზ გულორდავას წამოწყებული, ყოველწლიური სასკოლო ქველმოქმედების წყალობით, ერთობლივად ვეხმარებით ხოლმე ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ვისაც თანადგომა სჭირდება. ამჯერად, კი ჩვენს თანადგომას გულით ვუგზავნით გმირ და მებრძოლ უკრაინელებს“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

თავად სკოლის დირექტორი კი ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს მადლობას უხდის ამ აქტივობაში მონაწილეობისათვის.

„საამაყო და ღირსეულო მოსწავლეებო, მოსწავლეთა მშობლებო, ჩემო უძლიერესო პედაგოგებო!
მინდა, ჩემი სახელით, ყველას უღრმესი მადლობა გითხრათ უკრაინელი მოსწავლეების ასეთი დიდი თანადგომისთვის.
ასმეექვსელებო! ძალიან მაგრები ხართ. მეამაყებით.
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
საქართველო გაბრწყინდება!
მშვიდობა მსოფლიოს!
სიკეთე გადამდებია!
ძალა ერთობაშია!“,- წერს სკოლის დრექტორი ბატონ თენგიზ გულორდავა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203