ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის ღია კარის დღეს დაესწრო
24-03-2022
18 მარტს, ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის STEM აკადემიაზე, ქიმიაში და ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის ღია კარის დღეზე იყო მიწვეული.

ღონისძიებაზე სკოლას მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ წილოსანი წარმოადგენდა.

აქტივობა სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობასა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გაიმართა.

პროგრამის მიზანია თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სპეციალისტები რომლებსაც ექნებათ ქიმიის ძირითადი დისციპლინების მაღალი დონის ცოდნა და შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას თუ პრაქტიკულ საქმიანობას, როგორც საქართველოში ისევე, მის ფარგლებს გარეთ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203