რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნეს
24-03-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 18 მარტს ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ბავშვებმა სოფლისა და სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ნარჩენები მოაგროვეს და სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულ პლასტმასის, მინისა და ქაღალდის ნაგვის ურნებში გადაანაწილეს.
აღსანიშნავია, რომ ეს დღე 2018 წლიდან აღინიშნება და მიზანად ისახავს მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის გარდაუვალ აუცილებლობაზე გაამახვილოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის