ყვარლის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
24-03-2022
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნავენ.

ეკოკლუბის წევრმა მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს და შეეცადნენ დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერება გაეზარდათ. აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის ხელმძღვანელი ირინა დათუკიშვილი გახლავთ.

„ნუ დატოვებ მიღმა“- ამ სიტყვებით დაიწყო დღე ყვარლის N2 საჯარო სკოლაში I - VI კლასებისათვის.
თავიანთი ხელით დამზადებული ნახატებით, „ჭრელი წინდებით“, მეცხრე კლასის მოსწავლეები შეეცადნენ აეხსნათ პატარებისთვის, რომ დაუნის სინდრომი არის გენეტიკური ცვლილება. ისაუბრეს ამ სინდრომისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203