„აჩუქე მეორე სიცოცხლე“ - ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში ეკოკლუბის წევრებმა საინტერესო კონკურსი ჩაატარეს
24-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სკოლაში კონკურსი სახელწოდებით - „აჩუქე მეორე სიცოცხლე“ განახორციელეს.

ეკოკლუბის წევრებმა კონკურსის მონაწილეებს მოუწოდეს მცენარეების დასარგავად ისეთი მეორადი ნივთები გამოეყენებინათ როგორებიცაა: ერთჯერადი ჭიქები, პლასტმასის ბოთლები, მყარი ყუთები და ყველაფერი, რაშიც მიწის ჩაყრა შესაძლებელი იქნებოდა და რომლებსაც აღარ იყენებენ, ასეთი მიდგომით ძველ ნივთებს ახალი ფუნქცია ექნებოდათ და ნაგავსაყრელზე აღარ მოხვდებოდა.

კონკურსის პირობები კი შემდეგი იყო: 1. კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ I-XII კლასის მოსწავლეებს; 2. კლასის სახელით უნდა წარმოედგინათ საკუთარი ხელით შექმნილი ქოთანი; 3. ქოთანზე მითითებული უნდა ყოფილიყო კლასის/ჯგუფის სახელი.

აღნიშნული კონკურსი დასრულდა და თითოეულმა კლასმა საინტერესო ნაშრომები წარადგინა. გამარჯვებულ კლასს კი რეინჯერთა მედალი და სიგელი გადაეცა; აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე დანარჩენი მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203