„გაზაფხული - სილამაზის გამარჯვება“ - ნახშირღელის საჯარო სკოლის მესამეკლასელთა შთამბეჭდავი შემაჯამებელი გაკვეთილი
24-03-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისათვის ყოველთვის  საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იგეგმება. სკოლის დირექტორი ვაჟა ბუიღლიშვილი გახლავთ. 

ამჯერად, საინტერესოდ ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი მესამე კლასში. გაკვეთილის თემა იყო  „გაზაფხული - სილამაზის  გამარჯვება“. სასწავლო პროცესს პედაგოგი მაია ფანჩულიძე ხელმძღვანელობდა. 

მესამეკლასელებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: თუ რა ფერები და ხმები ჭარბობს ამ დროს? რა საერთოა დედასა და გაზაფხულს შორის?; გაკვეთილის ბოლოს კი შექმნეს მისალოცი ბარათები დედებისთვის.

„მოსწავლეებმა გვაჩვენეს თავიანთი პატარა ხელებით შექმნილი ულამაზესი ყვავილები და ნაკეთობები დედიკოებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203