ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო გარემოსდაცვით პროექტში არიან ჩართულნი
24-03-2022
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში, eTwinning-ის ფარგლებში, თურქი მასწავლებლის ინიცირებული პროექტი - Geri Dönüştürüyorum Zekamı Geliştiriyorum („ვმუშაობ და ვიუმჯობესებ ინტელექტს“, I'm recyling ,I'm improving my intelligence) ხორციელდება. პროექტში მე-4 კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი.

პროექტის მიზანია, შეიქმნას სასწავლო რესურსები, თამაშები და სათამაშოები, რომლებიც ნარჩენების მეორადი გადამუშავების გზით მოსწავლეთა ინტელექტს აამაღლებენ.

პროექტის ფარგლებში, შეიქმნა სლოგანები, ლოგოები, პროექტში მონაწილე ქვეყნების რუკები. მოეწყო მასწავლებელთა და მოსწავლეთა დისტანციური შეხვედრები. ქაღალდის მეორადი გამოყენებით დამზადდა საინტერესო მათემატიკური თამაში, ანტონიმებით თამაში. აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს. 

პლასტმასის მეორადი გამოყენებით მოსწავლეებმა შექმნეს ბოულინგის კეგლები, ასევე საფანქრე ყუთები. გაიმართა თამაშები კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით. შეიქმნა მუსიკა და სიმღერა მეორად გადამუშავებაზე. 

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ინტერესით ერთვებიან აღნიშნულ პროექტში. 

იხილეთ პროექტის ბმული და ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203