„საქართველოს ბუნება​“- ტურცხის საჯარო სკოლის მე-10 კლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
24-03-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის მე-10 კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს მასწავლებელი შორენა აკოფაშვილი უძღვებოდა.

გაკვეთილი ქართულში, როგორც მეორე ენაში ჩატარდა.

გაკვეთილის თემა იყო - საქართველოს ბუნება. არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებმა გაკვეთილის მსვლელობისას ქართულ ენაზე შეასრულეს სხვადსხვა საინტერესო აქტივობა, წარმოადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბუნებრივ რესურსებზე, სოფლის მეურნეობაზე და მესაქონლეობაზე.

განიხილეს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები და ისაუბრეს საქართველოს ბუნების თავისებურებებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203