„ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი ერთადერთია“ - ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
24-03-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თუ ლამაზ თარიღებს ყოველთვის საინტერესო აქტივობებს უძღვნიან.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა, მაია რიჟამაძემ დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება თემაზე - „ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი ერთადერთია“ ჩაატარეს.
მეხუთეკლასელები ლექსებით, წარმოდგენილი კომპოზიციით (სახელწოდებით „ნატვრა“) და სიმღერებით დედებს მოეფერნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნილი მისალოცი ბარათები და ყვავილების თაიგულები დედებსა და მასწავლებლებს გადასცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის