მათემატიკაში ზღვარის გადასალახად მხოლოდ 11 ქულის მოგროვებაა საჭირო - არის თუ არა ცვლილება ტესტში
2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მათემატიკის ტესტში მინიმალური ბარიერის დასაძლევად მხოლოდ 11 ქულის მოგროვება მოუწევთ. თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ მინიმალური ბარიერის აწევა უნივერსიტეტებს ინდივიდუალუარად შეუძლიათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტესტის ფორმატს წელს არავითარი ცვლილება არ შეხებია. მათემატიკის გამოცდა წელსაც 3 საათი გაგრძელდება, ხოლო ტესტის მაქსიმალური ქულა 51 იქნება.
მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე აბიტურიენტებს ბეჯითობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ
მათემატიკა ბარდება იმ სასწავლო პროგრამებზე, რომლებზეც კარგი მათემატიკური ცოდნისა და უნარების ფლობის გარეშე სწავლა წარმოუდგენელია. ესენია: საინჟინრო, ეკონომიკური, საფინანსო, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედიცინა, საბუნებისმეტყველო და მათემატიკის პროგრამები. აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ბეჯითად იმუშაონ, რათა გახდნენ თავიანთი სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და შემდგომ წარმატებით მოახერხონ სასურველი პროფესიის დაუფლება.