„დაიწყება რეგისტრაცია... მასწავლებლები ყურადღებით უნდა იყვნენ“ - სოფიო გორგოძე
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციას აპლიკანტები მოუთმენლად ელიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის შესახებ დეტალები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი, ამიტომ გამოცდაზე გასვლის მსურველები ყურადღებით უნდა იყვნენ. „გამოცდები ტარდება როგორც მასწავლებლობის მსურველებისთვის, ასევე არსებული მასწავლებლებისთვის, ვისაც სურს, აიმაღლოს სტატუსი. წელს პირველად გვექნება გამოცდა აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი მასწავლებლებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანულსა და სომხურს ასწავლიან, როგორც მშობლიურ ენას, ასევე, სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყება, ვფიქრობ, უკვე კვირის ბოლოს. ასე რომ, ამ კვირაში ყურადღებით უნდა იყვნენ.
ყველა შემთხვევაში, კვირის ბოლომდე, ჩვენს ვებგვერდზე თარიღს გამოვაქვეყნებთ და დაიწყება კიდევაც რეგისტრაცია“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.
იხილეთ ასევე:წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაში 100 ლარს გადაიხდით - მინისტრის გადაწყვეტილებამასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესი დამტკიცდა