ნაკიფუს თემის N2 სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს საინტერესო გაკვეთილი მიეძღვნა
24-03-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ მუდამ საინტერესო აქტივობებს ატარებენ.

ამჯერად, მე-5 და მე-6 კლასკომპლექტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაკვეთილი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ნიჭიერმა მოსწავლემ, მეექვსეკლასელმა ნიკა ჭანიამ წყლის საჭიროების შესახებ საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრა.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203