„მეგრული სამზარეულოს კერძები“ - ურთის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა სახალისო შემაჯამებელი გაკვეთილი
23-03-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, V კლასში თემაზე - „მეგრული სამზარეულოს კერძები“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე მეგრული კერძებიც იყო წარდგენილი. ბავშვებისთვის პედაგოგის მიერ შეთავაზებული გაკვეთილი ნამდვილად დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა.

მეხუთეკლასელების პედაგოგმა, ლანა პაჭკორიამ მოსწავლეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო პროცესი ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო იყო და თითოეული მათგანი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203