ხონის N2 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კინოჩვენება გაიმართა
23-03-2022

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ლელა გორდაძის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მრავალფეროვან აქტივობებთან ერთად, გაიმართა კინოჩვენებაც. მოსწავლეებმა შვედი რეჟისორის, იოჰან სკუგის ფილმი - „მოდის ჩვენება: გლადა ჰუდიკიდან ნიუ-იორკამდე“ ნახეს.

სკოლის წარმომადგენელი ფილმის მოკლე სიუჟეტს გვიყვება და ამით გვიხსნის თუ რატომ შეირჩა კინოჩვენებისთვის სწორედ ეს ფილმი. 

„ემა ორთლუნდი მთელი ცხოვრება ოცნებობს, გახდეს მოდელი და ამისათვის დახმარებას „გლადა ჰუდიკ თეატრის“ დამფუძნებელს, პერ იოჰანსონს სთხოვს. ეს მიუღწეველი ოცნებაა ადამიანების უმეტესობისთვის, მით უმეტეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. უჩვეულო მოდელების ჯგუფთან ერთად იწყება თავბრუდამხვევი თავგადასავალი. „გლადა ჰუდიკ თეატრის“ მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203