კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ნოვრუზის დღესასწაულზე ისაუბრეს
23-03-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ნოვრუზის დღესასწაულსა და არსებულ ტრადიციებზე საინტერესოდ ისაუბრეს.

ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთ სოფელსა თუ ოჯახში ეს დიდი დღესასწაული როგორ ტარდება, რა ძირითადი ატრიბუტია, რომელ ეროვნულ კერძებს ამზადებენ და კიდევ მრავალი სხვა საინტერესო ამბავი.

აღნიშნული გაკვეთილის მიზანი იყო ნოვრუზის დღესასწაულის ატრიბუტები ბავშვებს ინგლისურად შეესწავლათ.

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის პედაგოგი სამირა ისმაილოვა გახლავთ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203