ერკეთის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
23-03-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო მასალები მოიძიეს, თანატოლებს მოუთხრეს, რომ 1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ეს დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.
„სამწუხაროდ, მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს და მილიარდობით ადამიანს არ შეუძლია სუფთა წყლით სარგებლობა. ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად გამოყენება, ბუნებრივი რესურსების მოფრთხილება და დაცვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის