ფოთის N7 საჯარო სკოლაში პროექტი - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩატარდა
23-03-2022

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში პროექტი - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩატარდა. 

ცენტრალური საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმისა და სწავლების ცენტრის და სკოლის ერთობლივად დაგეგმილი პროექტი სამდღიან ტრეინინგს ითვალისწინებდა.

ტრენინი ეკა ფოჩხუამ წარმართა.

„ძალიან საინტერესოდ ჩატარებულ ტრენინგში აქტიურად ჩაერთვნენ მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არჩევნებში, იმსჯელეს მისი აუცილებლობის შესახებ, ასევე ისაუბრეს რამდენად მნიშვნელოვანია არჩევანის თავისუფლება და საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მზაობა მომავალი არჩევნებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203