ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლის, ანანო ესებუას წარმატება უნივერსიტეტის პროექტში
23-03-2022
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიაში“ ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას მუდამ სიხარულით აცნობს.
XII კლასის მოსწავლე ანანო ესებუა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ, აბიტურიენტებისათვის განკუთვნილი პროექტის - „გახდი იურისტი!“, ფარგლებში დაჯილდოვდა.
„ანანო ესებუა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ, აბიტურიენტებისათვის განკუთვნილი პროექტის, „გახდი იურისტი!“ , ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში თანმიმდევრული, აქტიური და წარმატებული - შედეგიანი მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა: სერთიფიკატით , 5000-ლარიანი ClU CARD- ითა და 1000-ლარიანი ვაუჩერით (ციფრული ტექნოლოგიების კურსი); „გიმნაზია“ ულოცავს ანანო ესებუას ამ უდიდეს წარმატებას და უსურვებს ღირსეულ სტუდენტობას! ყოჩაღ, ანანო!“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს