ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ოლიმპიადაში აქტიურად ჩაერთნენ
23-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებსა თუ პროექტებში მუდამ აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ნინო კახნიაშვილის ხელმძღვანელობით - „სამოქალაქო განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ ოლიმპიადის პირველ ტურში აქტიურად ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი მოსწავლე - მასწავლებლის ახალ პროექტში ჩართვას მიესალმა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203