ბანოჯის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა
23-03-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ.

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე და რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ მიმართულებით ბანოჯის საჯარო სკოლაში ღონისძიებები მასწავლებლების - ნინო კახნიაშვილისა და ლელა მეგრელიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი მიესალმა მოსწავლე - მასწავლებლების ჩართულობას და მიმდინარე დისკუსიაში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203