სარგვეშის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ღია გაკვეთილი ჩატარდა
23-03-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

სკოლაში ტარდება სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ვარლამ ჭიპაშვილმა ღია გაკვეთილი ჩაატარა, ის მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრა. 

გაკვეთილის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203