აწყურის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდა
23-03-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს შეუერთდა. 

კვირეულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის მოსწავლეები ჭრელი წინდების კამპანიას შეუერთდნენ და საინფორმაციო ხასიათის პლაკატები შექმნეს. 

აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მე-2, მე-3, მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეებს და დამრიგებლებს ჩართულობისთვის.

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203