იხტილის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საგზაო ნიშნები საინტერესო აქტივობით ისწავლეს
23-03-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, საინტერესო აქტივობა მე-7 კლასში გაიმართა. 

მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე საგზაო ნიშნების შესახებ ისაუბრეს და შესაბამისი პლაკატებიც დაამზადეს. 

ისინი ამ აქტივობაში მასწავლებელ სათენიკ ლაგზიანის ხელმძღვანელობით დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203