მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
23-03-2022
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევარი შექმნეს, საინფორმაციო ვიდეო უყურეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„პატარებმა დიდი სიყვარულითა და სითბოთი გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება „მზის შვილების“ მიმართ. ხელმძვანელი ლ.ჟვანია და გ. ჭანტურია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203