„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“​ - შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს
23-03-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გარშემო გაერთიანდნენ.

სკოლის მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენაზე დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით პლაკატები დაამზადეს.

„თუ ერთმანეთს გავამხნევებთ,

ჩვენ მოვიგებთ ყველა ომებს.

ვიმეგობრებთ, ვიერთგულებთ-

არ დავითვლით ქრომოსომებს!

ის სიკეთე რაც მათშია,

უფლის ხატად ქმნილთ და სწორებს...

სიმართლე ხომ ამაშია:

- თვლა არ უნდა ქრომოსომებს!“, - ლექსად ამბობენ მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203