ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-03-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ამ დღის აღნიშვნის მიზანი იყო: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის თემაზე და გარემოზე ზრუნვა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები, სადაც ბავშვებმა ისაუბრეს იმის შესახებ თუ რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ტყის დაცვასა და აღდგენას ცოცხალი ორგანიზმების კეთილდღეობისათვის, რომ ტყე: გამოყოფს ჟანგბადს, ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, ეროზიისგან იცავს ნიადაგს, დადებით გავლენას ახდენს ჰაერის მასების მოძრაობასა და ტემპერატურაზე და შთანთქავს ატმოსფეროში არსებულ რადიაქტიურ ნივთიერებას.

მოუწოდეს მეგობრებს გაუფრთხილდნენ თავიანთი ქვეყნის ბუნებრივ საგანძურს. მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, ელექტრონული პოსტერები. ასევე მოეწყო გამწვანების აქცია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203