ჭალადიდის საჯარო სკოლის პირველ კლასში ჯანსაღი ცხოვრების წესს პროექტი მიეძღვნა
23-03-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პირველ კლასში პროექტი „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ყოველ დღე ახალ გამოწვევებთან შეჭიდება და ახალი საკითხების სწავლა უწევდათ. მის მიმდინარეობაში სკოლის საგნობრივი კატეგორიის მასწავლებლები, სკოლის ექიმი და ადმინისტრაციაც ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ ამ პროექტში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით პედაგოგ მანანა გვასალიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
„10 დღეა ჩვენი სკოლის პირველ კლასში უჩვეულო ფუსფუსია, ყოველ დღე ახალ-ახალი გამოწვევებით, საინტერესო აქტივობებით დატვირთული პროექტი განხორციელდა - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, რომელმაც ერთნაირად დააინტერესა როგორც პატარები, ისე მათი მშობლები, მანანა მასწავლებელს პროექტი სწორად ჰქონდა დაგეგმილი. მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია შეიტყვეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რესურსები დაამზადეს, იხალისეს კიდეც...
ყოჩაღ, მანო, როგორც ყოველთვის, განუმეორებელი ხარ და კარგი პედაგოგი“,- წერს სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის