„მზის შვილები​“ - ჩოლურის საჯარო სკოლის VI-VII კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
23-03-2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

VI-VII კლასის მოსწავლეებმა, კლასის საათის ფარგლებში, ღონისძიება - „მზის შვილები​“ ჩაატარეს.

ღონისძიებაზე მიწვეული იყო ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებს დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიების ბოლოს პედაგოგმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს როგორ უნდა მოხდეს სინდრომის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია და რა გვევალება თითოეულ ჩვენგანს.

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203