„21-ე საუკუნე არ არის ომის საუკუნე“- საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს
23-03-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს.
ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკას, მაგრამ პროტესტს ვუცხადებთ ომს! ჩვენ გვსურს შეჩერდეს სისხლისღვრა! 21-ე საუკუნე არ არის ომის საუკუნე! მშვიდობა ჩვენს უკრაინელ თანატოლებს, უკრაინას და მთელს მსოფლიოს! - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეების გზავნილი.
მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით დააფიქსირეს. მათ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების შესახებ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გოგა ჭატურიას მინი ლექცია მოისმინეს.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი აქტივობებში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.
„ღმერთმა ქნას მალე ასრულდეს მოსწავლეთა სურვილები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის