უწერის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
23-03-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა „მზის შვილებს" სოლიდარობა გამოუცხადეს, მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის პლაკატები და ნახატები შექმნეს. სკოლაში ასევე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203