თხილნარის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
23-03-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 1-ელი, მე-5, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები და მასწავლებელები - ნონა ფუტკარაძე, თამარი გორგაძე და მზია დუმბაძე.

მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის საინფორმაციო პლაკატები დაამზადეს. 

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203